LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HAIM-ის ახალ კლიპში დრიუ სტარკი მონაწილეობს

113
drew_starkey_haim_mv

HAIM-მა ახალი სინგლი გამოუშვა. Relationships – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის რელიზი თანხმლებ კლიპთან ერთად შედგა.

კამილ სამერს-ვალის რეჟისორობით გადაღებულ ვიდეოში, მსახიობი – დრიუ სტარკი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ როკ ბენდს 2023 წლის შემდეგ ახალ მუსიკაზე არ უმუშავია.

სიმღერა დების ტრიოს მომავალი დისკის მთავარი ჩანაწერია. როგორც ცნობილია, სამეული მეოთხე სტუდიურ ალბომზე მუშაობას ასრულებს, რომელსაც უახლოეს პერიოდში წარადგენს.

ცნობისთვის, HAIM სამი დის, ესტე, დანიელ და ალანა ჰაიმების მუსიკალური პროექტია, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. 2015 წელს, ტრიომ ,,გრემიზე” ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაცია მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები