ჰაიტის მახლობლად 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ცუნამის შესახებ ინფორმაციის ამერიკული ცენტრი ავრცელებს.
მანამდე, აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 7 ბალი იყო.
2010 წელს ჰაიტიში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 220,000-300,000 ადამიანი გარდაიცვალა და უფრო მეტი დაშავდა.