დაჯგუფება Dark Overlord-ის ჰაკერებმა კლინიკიდან London Bridge Plastic Surgery ცნობილი ადამიანების ფოტოების მოპოვების შესახებ განაცხადეს. დაწესებულებაში დაადასტურეს, რომ ინფორმაციის ნაწილის გაჟონვა ნამდვილად მოხდა, თუმცა ამაჟამად მათ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.
ჰაკერების თქმით, მათ განკარგულებაში დიდი რაოდენობით მონაცემია, მათ შორის სამეფო ოჯახის წევრების ფოტოები. მათი თქმით, ისინი მათ გავრცელებას გეგმავენ, თუმცა ამ დროისთვის მათ გამომსასყიდი არ მოუთხოვიათ.