ჰაკერებმა კომპანია Eltima-ს საიტი გატეხეს და მოწყობილობებში ვირუსი სახელწოდებით OSX/Proton გაავრცელეს.
აღნიშნული ვირუსი საკმაოდ საშიშია: მას გაჯეტის მფლობელების პირადი ინფორმაციის მოპოვება შეუძლია. კერძოდ კი წვდომა დაინსტალირებულ აპლიკაციებთან და ბრაუზერებთან, ასევე macOS-ის მომხმარებლების ონლაინ-საფულის ნომრის გაგებაც.
Eltima-ს წარმომადგენლები MacBook-ების მეპატრონეებს უსაფრთხოების სისტემის შემოწმებას და შემდეგ გაუმჯობესებას ურჩევენ.