LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HALDICO – ყველაზე მდიდარი ყავა მსოფლიოში უკვე საქართველოშია

126

ყველაზე მდიდარი ყავა მსოფლიოში უკვე საქართველოშია. HALDICO -ასე ჰქვია ცნობილ კოლუმბიურ ბრენდს, რომელიც რესტორნებისა და კაფეტერიებს ქსელს მოიცავს. HALDICO მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მისი პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისშიც გაიხსნა.

HALDICO-ის კაფე სულხან-საბას ქუჩაზე, 4 ნომერში განთავსდა და მომხმარებელს 20 დასახელების კოლუმბიურ ყავას, ასევე კოლუმბიურ ტკბილეულს სთავაზობს.

„იმის ფონზე, რომ ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ შემოვედით, დაინტერესება უკვე დიდია. ჩვენი მთავარი ნიშა არის ის, რომ მომხმარებელს 100 %-იანი კოლუმბიური არაბიკას 20 სახეობას ვთავაზობთ. ამასთან ჩვენთან შესაძლებელია, სუპრემოსა და ექსლესოს შეძენა და დაგემოვნებაც. გვაქვს 2 სახეობის ცხელი შოკოლადიც და სხვადასხვა კოლუმბიური პეჩენია, იგივე გალეტოსები და კოლუმბიური  კამფეტები.უახლოს მომავალში კი ვგეგმავთ, ჩაის ფართო ასორტიმენტისა და კოლუმბიური სამზარეულოს დამატებასაც“, – განუცხადეს „ფორტუნას“HALDICO-ის საქართველოს წარმომადგენლობაში.

მათივე ინფორმაციით, HALDICO-ს ყავა არის აბსოლუტურად ნატურალური, არ შეიცავს მინარევებს და გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით.

როგორც HALDICO-ს წარმომადგენლობაში განმარტეს, სულხან-საბას 4 ნომერში შესაძლებელია როგორც მზა ყავის დაგემოვნება, ასევე ყავის შეძენა 200 გრამიან შეფუთვებში. ერთი ფინჯანი მზა ყავის ღირებულება კი HALDICO-ს კაფეში 4,50 ლარიდან იწყება და ფასები ყავის სახეობიდან გამომდინარე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ HALDICO საქართველოში ქსელის გაფართოებას გეგმავს. ბრენდის რიგით მეორე ფილიალი მიმდინარე თვის ბოლომდე თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე გაიხსნება.

ცნობისთვის, კოლუმბიური ყავის ბრენდი HALDICO მსოფლიო ბაზარზე 1977 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ყავას სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g