LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაქან შუქურს იჭერენ

143

თურქეთის სასამართლომ ცნობილი ფეხბურთელის, ჰაქან შუქურის დაკავების ორდერი გასცა.

შუქური აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაჯგუფების წევრობაშია ბრალდებული.

ჰაქან შუქური ცნობილი ფეხბურთელია, ის თურქეთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა. სწორედ ის იყო ლიდერი იმ თურქეთის ნაკრების, რომელმაც სენსაციურად უდიდეს წარმატებას მიაღწია და 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა.

შუქური წლების განმავლობაში „გალათასარაიში“ თამაშობდა.
გულშემატკივრებმა მას ”ბოსფორის ხარი” შეარქვეს.

სტამბოლის გრანდის გარდა შუქურს იტალიაში, ”ინტერსა” და ”პარმაში” უთამაშია, ასევე ინგლისში ”ბლექბერნის” მოთამაშე იყო.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ შუქური მმართველ პარტიაში გაწევრიანდა და 2011 წელს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 2013-ში შუქურმა პარტია დატოვა იმის გამო, რომ ფეთჰულა გიულენის მიმდევრების დევნას არ ეთანხმებოდა.

ჰაქან შუქურმა სამშობლო ოჯახთან ერთად გასულ წელს დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები