LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარცელი: “ჩემი როლი არ არის, მონაწილეობა მივიღო აქციებში, გუშინ იყო გამონაკლისი, რადგან პრეზიდენტმა პირადად დამპატიჟა”

169
1576158963-სალომე-კარლი

“ჩემი როლი არ არის, მონაწილეობა მივიღო აქციებში, გუშინ იყო გამონაკლისი, რადგან პრეზიდენტმა პირადად დამპატიჟა,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, დაესწრება თუ არა 20 ივნისს დაგეგმილ აქციას.

როგორც მან აღნიშნა, მიესალმება ევროპული არჩევანის სურვილის მშვიდობიან გამოხატვას.

„მინდა, გითხრათ, რომ მივესალმები ევროპული არჩევანის სურვილის მშვიდობიან გამოხატვას. რაც შეეხება ჩემს ყოფნას აქციებზე, ეს არ არის ჩემი ჩვევა, ან ვიტყოდი ჩემი როლი, რომ მონაწილეობა მივიღო აქციებში. გამონაკლისი იყო გუშინ, რადგან პირადად ვიყავი დაპატიჟებული პრეზიდენტის მიერ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად ჩემი ფიზიკური ყოფნისა ასეთ ღონისძიებებზე, ყველანაირად მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის ასეთ ფუნდამენტურ არჩევანს“, – განაცხადა ჰარცელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g