LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hard Rock Café-ს გახსნაზე კუბელი დივა იანელა ბრუკსი იმღერებს

86

დღეს, 28 სექტემბერს, Hard Rock Café-ს გახსნის გრანდ-ცერემონია გაიმართება. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოში კუბელი დივა იანელა ბრუკსი ჩამოდის და გახსნის ცერემონიაზე იმღერებს. კონცერტზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ Hard Rock-ის პირველი რესტორანი 1971 წელს ლონდონში გაიხსნა დღეისათვის კი, ბრენდი წარმოდგენილია 71 ქვეყანაში 168 კაფით, 23 სასტუმროთი და 11 კაზინოთი. აღსანიშნავია, რომ Hard Rock Cafe პირველი ამ მასშტაბის ბრენდია, რომელიც საქართველოში შემოვიდა.

მსოფლიოს ყველა Hard Rock Cafe-ში წარმოდგენილია მსოფლიოს თანამედროვე და ლეგენდად ქცეული შემსრულებლების პირადი ნივთები. Hard Rock-ის საკულტო კოლექციიდან 200-მდე ნივთი უკვე ამშვენებს თბილისის Hard Rock Cafe-ს კედლებს, მათ შორის: მაიკლ ჯექსონის პერანგი 1984 წლის „Victory“ ტურიდან, კეიტ რიჩარდსის ზოლიანი ჟილეტი 1967 წლის სასცენო წარმოდგენიდან, როკ’ნ’როლის მეფის – ელვის პრესლის გულსაკიდი, ლომის ოქროთი დაფარული თავით, რომელიც მას 1970 წელს, თეთრ სახლში, რიჩარდ ნიქსონთან ცნობილი შეხვედრისას ეკეთა, უიტნი ჰიუსტონის კაბა და სხვა. ჯამში ბრენდის მფლობელობაში 80,000-მდე საკოლექციო ნივთია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები