LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარდ როკ კაფე თბილისი 1000 დოლარს ათამაშებს

72

”ჰარდ როკ ინთერნეიშენალი” კონკურსს იწყებს. კომპანია ყოველწლიურად მოუწოდებს ყველა მუსიკოსს ჩაერთოს ბენდების ბრძოლა-Hard rock rising- ში და მიიღოს შანსი, დაუკრას დიდი სცენაზე . როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, Hard Rock Rising აერთიანებს მთელს მსოფლიოს, პროექტში ჩართულია 125 ზე მეტი ჰარდ როკ კაფე, სასტუმრო და კაზინო. პროექტის ლოკალური გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს, 1000$-ს და გაემგზავრება რეგიონალ ტურზე. (მოგზაურობის ხარჯებს ჰარდ როკი დაფარავს). რეგიონალური გამარჯვებული მიიღებს 1,000 CD/DVD ჩანაწერს Bison Disc-ისგან და პროფესიონალური ინსტუმენტების სეტს მთელი ბენდისთვის. საბოლოო გამარჯვებული კი მიიღებს შანს, გაემგზავროს მაიამი გარდენსში და შეასრულოს ჰარდ როკ სტადიუმის სცენაზე. ყველა ლოკაციას ჰყავს თავისი რჩეული ბენდები, რომლებიც შეირჩა წინასწარ დარეგისტრირებული ჯგუფებიდან.

”ჰარდ როკ კაფეს თბილისი-ს ლოკაციაზე 40-ზე მეტი ბენდი დარეგისტრირდა, საიდანაც ჰარდ როკ კაფე თბილისმა 4 რჩეული მათგანი გამოაქვეყნა. ესენი არიან: ბენდი The Pulse, Windshield, The Georgians, Bedford falls. კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებულებიდან, ონლაინ ხმის მიცემით, ერთი ბენდი შეირჩა – EverGreen.

25 მაისს 21:30 სთ-ზე, ჰარდ როკ კაფე თბილისში გაიმართება Hard Rock Rising –ის ბოლო ფინალური ტური. მონაწილეობას მიიღებს 5 შერჩეული ჯგუფი. შერჩეული ბენდებიდან ჟიური გამოავლენს ერთ გამარჯვებულს,რომელიც მიიღებს ფულად პრიზს, 1000$ -ის ოდენობით, ასევე გაემგზავრება რეგიონალურ ტურზე საქართველოს სახელით და იბრძოლოს საბოლოო გამარჯვებისთვის”, – აცხადებენ ჰარდ როკ კაფე თბილისში.

მათივე ცნობით, ბენდების ბრძოლაზე დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები