LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარს ამბობენ

493
prince-harry-and-actress-meghan-markle-during-an-official-news-photo-1577724847

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარს ამბობენ.

ამის შესახებ ინფორმაცია მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. როგორც განცხადებიდან ირკვევა, წყვილს სურს ფინანსურად დამოუკიდებელი იყოს. ასევე ისინი საქველმოქმედო ორგანიზაციის გახსნასაც აანონსებენ.

 

„მრავალთვიანი ფიქრისა და შიდა დისკუსიების შემდეგ გადავწყვიტეთ, მიმდინარე წელს განვახორციელოთ ცვლილებები და დავიწყოთ ამ ინსტიტუტში ახალი პროგრესული როლის შესრულება. ვაპირებთ, შევწყვითოთ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების მოვალეობის შესრულება და ვიმუშავოთ, რათ გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები და ამავე დროს, გავაგრძელოთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის სრული მხარდაჭერა”, – ნათქვამია ჰარისა და მეგანის განცხადებაში.

როგორც BBC იუწყება, განცხადების გამოქვეყნებამდე წყვილს ოჯახის წევრებთან არ უსაუბრიათ.

ცნობისთვის, საშობაოდ მეგანი და ჰარი, არჩისთან ერთად კანადაში, 6 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები