პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ნიშნობა 2017 წლის ყველაზე განხილვადი თემა გახდა. ცნობილი წყვილის გარშემო საუბარი დღემდე არ წყდება. თაყვანისმცემლები ყველა დეტალით ინტერესდებიან: როგორ ტორტს აარჩევენ ისინი ქორწილისთვის, ვინ მიიყვანს პატარძალს საკურთხეველთან და როგორ ატარებენ თავისუფალ დროს.
გადამეტებული ინტერესის გამო, ბრიტანულმა საკაბელო არხმა ამ თემაზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა, რომელიც ჰარისა და მეგანის სიყვარულის ისტორიას შეეხება. „ჰარი და მეგანი: სამეფო სიყვარულის ისტორია“ – ასე ერქმევა ფილმს და ის პრინცისა და მსახიობის გაცნობის მომენტიდან ნიშნობამდე პერიოდს მოიცავს.
პროექტის დიდ ეკრანებზე გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფილმი უილიამისა და კეიტ მიდლტონის შემთხვევაში მათ ქორწილამდე 11 დღით ადრე გამოვიდა ეთერში. ჰარისა და მეგანის ქორწილი 19 მაისს არის დაგეგმილი.