LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი სტაილსის ტრიუმფი „გრემიზე“ – არტისტმა „წლის ალბომის“ კატეგორიაში გაიმარჯვა

158
page

ლოს-ანჯელესში, „გრემის“ რიგით 65-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საღამოს წამყვანი ტრევორ ნოა გახლდათ. ბიონსემ კატეგორიებში: „საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომი“, „საუკეთესო R&B სიმღერა, „საუკეთესო საცეკვაო კომპოზიცია“, „საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულება“ მოიპოვა გამარჯვება და ჯამში 32 ჯილდოთი, რეკორდსმენი გახდა.

32 ,,გრემი” – ბიონსემ „გრემის“ რეკორდი დაამყარა

„საუკეთესო პოპ-დუეტის“ კატეგორიაში გამარჯვებულმა სემ სმიტმა „გრემის“ დაჯილდოებაზე ყველა დაჩრდილა

„წლის ალბომის“ კატეგორიაში გამარჯვება ჰარი სტაილსის ნამუშევარმა Harry’s House მოიპოვა.

„ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია გვესმოდეს ის, რომ მუსიკაზე კარგი არაფერი არსებობს. ისეთი ადამიანისთვის, როგორც მე ვარ, ასეთი რამ რაც დღეს მოხდა, ხშირი არ არის“, – განაცხადა სტაილსმა ჯილდოს აღების დროს.

ცნობისთვის, Harry’s House არტისტის მესამე სტუდიური ნამუშევარია. მასში შედის კომპოზიცია As It Was, რომელიც არაერთი ჩარტის ლიდერობას ახლაც არ თმობს.

Spotify-ის, Apple Music-ის და Deezer-ის ჩარტების ერთპიროვნული ლიდერი ჰარის სტაილსის კომპოზიცია გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები