პრინც ჰარისა და კამილა პარკერ-ბოულზს შორის კონფლიქტმა პიკს მიაღწია. არავისთვის არის საიდუმლო, რომ სამეფო ოჯახის ამ ორ წევრს ერთმანეთი ძალიან არ მოსწონთ. ჰარის მოკავშირე აღნიშნულ სიტუაციაში მისი ძმის ცოლი, ქეით მიდლტონია. ამასთან, ჰარისა და კამილას შორის ბოლო კონფლიქტი სწორედ ქეთრინის გამო მოხდა.
ტაბლოიდები წერენ, რომ პარკერ-ბოულზმა კეტრინს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ის არ არის სამეფო სისხლის, რაზეც ჰარი ძალიან გაბრაზდა და უპასუხა, რომ მიდლტონი „კამილაზე მეტად არის სამეფო წარმომავლობის.“ მისმა ნათქვამმა დედინაცვალი ღაშფოთა და ჰარის უპასუხა, რომ მის სამეფო წარმომავლობაშიც ეპარებოდა ეჭვი, ამით კი კამილამ ხაზი გაუსვა საკუთარ მოსაზრებას, რომ დაიანამ უმცროსი შვილი საყვარლისგან გააჩინა.
ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ კონფლიქტის შემდეგ ჩარლზს მოსთხოვა დეენემის ანალიზის ჩაბარება, რომ საბოლოოდ ნამდვილად გარკვეულიყო, არის თუ არა ინფორმაცია სიმართლე. დათანხმდა თუ არა ქმარი კამილას მოთხოვნას, ამ დრომდე არ არის ცნობილი.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ არ არის გამორიცხული, ჰარის მამა სამხედრო პირი ჯეიმს ჰიუიტი იყოს, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისში დაიანასთან რომანი აღიარა.