რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა „ინსტაგრამზე“ ლედი გაგასა და ხოაკინ ფენიქსის პირველი ერთობლივი ფოტო გაავრცელა, სადაც ლედი გაგა „ჰარლი ქუინის“ როლში პირველადაა წარმოდგენილი.
„ვალენტინობას გილოცავთ“, – ასე დაასათაურა ემოციური კადრი ფილმიდან რეჟისორმა, რომელსაც 2024 წლის 10 აპრილს ვიხილავთ.
შეგახსენებთ, „ჯოკერი“ 2019 წელს გამოვიდა და მსოფლიო გაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ხოაკინ ფენიქსმა კი კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“„ოსკარის“ ჯილდო დაიმსახურა.
„დღე პირველი, ჩვენი ბიჭი“ – ტოდ ფილიპსმა „ჯოკერის“ „სიქველიდან“ პირველი კადრი გაავრცელა
გადაწყდა! „ჯოკერის“ გაგრძელებაში ხოაკინ ფენიქსთან ერთად ლედი გაგა ითამაშებს