ჰარვარდის უნივერსიტეტის ცნობილ მეცნიერსა და ბიოლოგ ჩარლზ ლიბერს კორონავირუსის შექმნაში ადანაშაულებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პროფესორი მარტში დააპატიმრა.
ჯერჯერობით დადასტურებული არაფერია, მაგრამ ამერიკულ პრესაში გაჩნდა მასალები, სადაც პროფესორს ჩინეთის მთავრობისთვის კორონავირუსის შექმნის მონაწილეობაში ადანაშაულბენ.
ლიბერი 5 წელი მუშაობდა უხანში. მისი ხელფასი წელიწადში 200 ათასი დოლარი იყო, დამატებით 1 მილიონი დოლარი გრანტი მისცეს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ამერიკელი მეცნიერი ჩინურ დაზვერვასთან კავშირში დაედანაშაულებინათ. ამავდროულად, ჩარლზ ლიბერი მუშაობდა პენტაგონში.
ლიბერი ვირუსული ზომის ნანორობოტებს ქმნიდა, რომლის საშუალებით შესაძლებელია უჯრედების გაკონტროლება, ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციის ავლით.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლიბერმა შექმნა კორონავირუსი უხანში, მაგრამ ამერიკელები ეჭვობენ, რომ მას შეეძლო უახლესი სამეცნიერო ნანოგანვითარებების შერწყმა, მაგალითად, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიძულონ მცენარეები გაიზარდონ ნათურის შუქზე ღამით მზის გარეშე.
ლიბერს არცთუ დიდი ხნის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტმა უმაღლესი წოდება „ჰარვარდის პროფესორი“ მიანიჭა. ასეთი წოდება მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით მხოლოდ 25 ადამიანს აქვს.