LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარვარდის უნივერსიტეტი რიანას საპატიო ჯილდოს გადასცემს

57

ჰარვარდის უნივერსიტეტმა რიანა წლის მთავარ ქველმოქმედად დაასახელა. საპატიო ჯილდოს ბარბადოსელი მომღერალი 28 თებერვალს, უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე მიიღებს. საუბარია 2012 წელს მის მიერ საქველმოქმედო ფონდის Clara Lionel Foundation დაარსებასა და კომპანია Global Citizen Project-თან თანამშრომლობაზე, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ღარიბი ოჯახების ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარება.

ასევე საკუთარ სამშობლოში, კუნძულ ბარბადოსზე, პერსპექტიული ბავშვები გაჭირვებული ოჯახებიდან განათლებას სწორედ რიანას საშუალებით იღებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები