ჰავაის კუნძულებზე ჩამოვარდნილი სანაპირო დაცვის ვერტმფრენის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ამის შესახებ „როიტერსი“ იტყობინება.
აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლების ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, ხუთივე მათგანი დაიღუპა.
სამაშველეო ოპერაციაში ჩართულია საზღვაო და საავიაციო ჯგუფები.