ტელეარხმა HBO ჰაკერებს, რომლებმაც მათი საიტი გატეხეს და „სამეფო კარის თამაშების” შესახებ ინფორმაცია მოიპარეს, 250 ათასი დოლარი შესთავაზა.
წერილი, რომელიც ქსელში გავრცელდა, 27 ივლისით თარიღდება და მასში არხის ხელმძღვანელები კიბერდამნაშავეებს სწორედ ამ ოდენობის თანხას სთავაზობენ.
წყაროს ცნობით, HBO-ს ეს განცხადება დროის მოგების მიზნით გაკეთდა. ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს თანხა ჰაკერებისთვის საკმარისი იქნებოდა.
ამ ეტაპზე კი, არხის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.