მსახიობი თინა მახარაძე, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, ნიუ-იორკის მერს, ერიკ ადამსს შემთხვევით ქუჩაში შეხვდა. როგორც თავად ჰყვება, ეს მოულოდნელი შეხვედრა მეტროდან გამოსვლის შემდეგ მოხდა.
ვიდეოში, რომელიც მსახიობმა სოციალურ ქსელში გააზიარა, ისმის, როგორ მიმართავს მახარაძე მერს სიტყვებით: „ჰეი, მერო ადამს, მივესალმოთ ერთმანეთს?“
მოგვიანებით მსახიობმა განმარტა, რომ შეხვედრისას მერს უთხრა: „თქვენი შვილი ჩემი სკოლელია, ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ.“