ჰეილი ბოლდუინმა ,,ინსტაგრამზე” მეუღლესთან, ჯასტინ ბიბერთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. სურათს, რომელიც წყვილის ბაჰამის კუნძულებზე დასვენებისას არის გადაღებული, ამერიკელმა ლამაზმანმა ემოციური ტექსტი დაურთო. პოსტში, ის თავის რჩეულს სიყვარულს უხსნის.
საქმე ისაა, რომ 22 წლის მოდელისა და 25 წლის მომღერლის ნიშნობიდან 1 წელი გავიდა.
,,ერთი წლის წინ მე ვთქვი ,,დიახ” და დღეს იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე ადრე”, – აღნიშნავს ახალგაზრდა ვარსკვლავი.
შეგახსენებთ, რომ ჰეილი ბოლდუინი ჯასტინ ბიბერზე გასული წლის 7 ივლისს დაინიშნა. მათ ურთიერთობა 23 ნოემბერს დააკანონეს, თუმცა ქორწილი ამ დრომდე არ გადაუხდიათ.