LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჰეკატე” – სოფო მამალაძის სოლოშოუ

238
ჰეკატე

კულტურის ცენტრი ATINATI’S ახალგაზრდა არტისტის, სოფო მამალაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.

სოფო მამალაძე ქართველი არტისტია, რომელიც თბილისსა და ბერლინში მუშაობს. მან სპეციალურად ამ გამოფენისთვის სხვადასხვა მედიუმში იმუშავა და შექმნილ ნამუშევრებს ATINATI’S საგამოფენო სივრცეში გამოფენს. ექსპოზიციის სათაური „ჰეკატე“ ბერძნულ მითოლოგიას ეხმიანება.

ლეგენდის მიხედვით, ვარსკვლავების ჩამოცვენისას, მთვარის გვირგვინობაზე დაიბადა განსაკუთრებული ძალის მქონე  ქალღმერთი ჰეკატე. ის იდუმალი ძალით, მცენარეული ხსნარებისგან კურნავს სნეულებს, მაგრამ ამავე დროს, კლავს ჯანმრთელებს. ჰეკატეს მისტიურობა ხელოვანის წარმოსახვაში ასახულია, როგორც უსასრულო, მზისფერი ხაზის ერთიანობა, ხოლო ლაჟვარდოვანი სილურჯე და იდუმალი შავი ფერი, მითური პერსონაჟის განყენებულ და ამავე დროს, შემზარავ ხასიათზე მეტყველებს. შავ ბიაზზე შესრულებული ნამუშევრები ტექსტილის შეგრძნებას იწვევს. ისინი ხაზის, ფერის, ფორმის და ფაქტურის ერთიანობაზეა კონცენტრირებული, რისი საშუალებითაც იქმნება ჰეკატეს იდუმალი და მებრძოლი ხასიათი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g