„ჰელფი“ ოთხი წლის წინ შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც პროფესიონალი ქლინერების მეშვეობით ათასობით ადამიანს რუტინული შრომისგან ათავისუფლებს და საცხოვრებელ, თუ სამუშაო გარემოს სისუფთავით, წესრიგითა და სიმყუდროვით უზრუნველყოფს.
ქეთევან მატიაშვილი, კომპანიის „ჰელფი“ მენეჯერი:
– მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის დასუფთავებას ვთავაზობთ, კერძოდ, საათობრივს, სტანდარტულს, ჯგუფით, იგივე გენერალურ დასუფთავებას, რემონტის შემდგომს, ფანჯრების წმენდას და ქიმწმენდას.
ჩვენს მომსახურებებს შორის ყველაზე ხშირად გამოყენებული, ალბათ, რემონტის შემდგომი და გენერალური დასუფთავებაა.
გენერალური დასუფთავების დროს ყველაფერი სიღრმისეულად იწმინდება. ქლინერები საკუთარი საწმენდი საშუალებითა და ინვენტარით დადიან და სამუშაოს ერთ დღეში ასრულებენ.
რაც შეეხება რემონტის შემდგომ დალაგებას, „ჰელფის“ პროფესიონალთა გუნდი თავიდან აგაცილებთ რემონტის შემდგომი დასუფთავების სირთულეებს – დაგროვილი მტვერი, წებოვანი ლენტის ნარჩენები, საღებავის ლაქები, სხვა რთულად მოსაშორებელი დაბინძურებები ჩვენი ქლინერების ვიზიტის შემდგომ უკვალოდ ქრება.
ქლინერები შეუცდომლად არჩევენ სხვადასხვა ლაქისა და ზედაპირის შესაბამის საწმენდ საშუალებას და მათი მოცილების ტექნიკას, შესაბამისად, დალაგება ზედაპირების დაზიანების გარეშე ხდება.
რემონტის შემდგომი დასუფთავებისთვის საჭირო ზუსტი დროის განსაზღვრა საკმაოდ რთულია, თუმცა დალაგების პროცესი ერთ სამუშაო დღეში სრულდება. ქლინერების რაოდენობის შერჩევა დასასუფთავებელი სივრცის ზომის მიხედვით ხდება. ჩვენი ქლინერები კვირის ნებისმიერ დღესა და დროს მოგემსახურებიან.
ცალკე აღვნიშნავ საათობრივი მომსახურების სერვისს, რომელსაც, ძირითადად, ოფისების დასუფთავებისთვის ვუწევთ რეკომენდაციას. ამ შემთხვევაში თავად დამკვეთი ირჩევს დროს და გარკვეულ დეტალებზე ვართ ორიენტირებულნი. აქაც ჩვენი საწმენდი საშუალებებით დავდივართ, ცხადია.
– თქვენი მომსახურება მხოლოდ თბილისზეა გათვლილი, თუ მომხმარებელს სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობთ?
– ვმუშაობთ თბილისში და თბილისის გარშემო 100 კმ-ის რადიუსში. ვალაგებთ აგარაკებს როგორც რემონტის შემდეგ, ისე გენერალური დასუფთავების კუთხით.
– როგორც ვიცი, მომხმარებელს გარანტიას სთავაზობთ. რა იგულისხმება ამაში?
– შეკვეთის შესრულების პროცესში ქლინერის პროფესიულ პასუხისმგებლობას აზღვევს კომპანია, შესაბამისად, თუ იგი რომელიმე ზედაპირს ან ნივთს დააზიანებს, „ჰელფი“ მისი აღდგენის ხარჯებს სარეზერვო ფონდიდან აანაზღაურებს. მაგრამ ჩვენი ქლინერები კარგად არიან გადამზადებულები, ისინი უშეცდომოდ არჩევენ სხვადასხვა ლაქისა და ზედაპირის შესაბამის საწმენდ საშუალებას, მათი მოცილების ტექნიკას. შესაბამისად, ვცდილობთ, დავალება მაქსიმალურად იდეალურად შევასრულოთ, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.
– კადრებს როგორ არჩევთ, როგორ აკომპლექტებთ თქვენს გუნდს?
– ჩვენს სფეროში დასაქმების მსურველებს ვეძებთ სოციალური ქსელების, ზოგადად, ინტერნეტის მეშვეობით. რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ დაინტერესებულ პირს მცირე გამოცდილება მაინც აქვს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა იყვნენ პუნქტუალურები, მონდომებულები, კომუნიკაბელურები, მოწესრიგებულები.
– იქიდან გამომდინარე, რომ რემონტის შემდგომი დასუფთავება სხვადასხვა სირთულისაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ განსაკუთრებულად რთული საქმისთვის მამაკაცი კადრებიც გეყოლებათ?
– დიახ, ბიჭები წმენდენ ფანჯრებს, ატარებენ ქიმწმენდას.
– როგორ საფასო პოლიტიკას აწარმოებთ, რამდენად ცდილობთ, რომ პროფესიონალური დალაგების სერვისი ყველა ფენისთვის იყოს ხელმისაწვდომი?
– ყველაზე ბიუჯეტური სერვისი საათობრივი დალაგება გახლავთ – მინიმალური, ორსაათიანი მომსახურება 60 ლარი ღირს და ყოველ დამატებით ერთ საათზე 20 ლარი ემატება. ცხადია, ყველა საწმენდი საშუალება და ინვენტარი ამ ფასში შედის.
– გარდა ვებგვერდისა, კიდევ როგორ არის შესაძლებელი თქვენთან დაკავშირება?
– შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე – 579 60 10 10. ოპერატორი მალევე გიპასუხებთ და ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით. რაც შეეხება ვებგვერდს, აქ ირჩევთ სასურველ სერვისს, შეკვეთის შესრულების თქვენთვის სასურველ დროს, უთითებთ მისამართს და ახორციელებთ ანგარიშსწორებას. ჩანიშნულ დროს ქლინერი მოდის თქვენს მისამართზე და ალაგებს სახლს ან ოფისს.