LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“

268
ჯო უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და MEGOBARI აქტის თანაავტორი, ჯო უილსონი საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს

განცხადების თანახმად, კომისია რუსეთის კარგად დოკუმენტირებული მცდელობებით, ხელი შეუშალოს არჩევნებს, შეშფოთებულია:

„გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია“ – გერმანიის საგარეო უწყება

„მე მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები. ასევე, შეშფოთებული ვარ რუსეთის კარგად დოკუმენტირებული მცდელობებით, ხელი შეუშალოს არჩევნებს.

მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეა, ამის შესახებ მკაფიო განცხადება გააკეთოს.

ადამ კინზინგერი: „დასავლეთს აქვს შანსი დაიცვას თავი, ან წააგოს კიდევ ერთი ქვეყანა რუსეთთან. სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე!“

ამ განცხადებით ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და დასავლეთს სანქციებისკენ მოუწოდებს.

ჩვენი MEGOBARI აქტი შეეცდება დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ხალხს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ სწრაფვაში. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“. – აღნიშნულია ჯო უილსონის განცხადებაში.

ბორის ჯონსონი: „საქართველოდან წამოსული სურათი ნათელია – გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g