LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰეპატიტი A ევროპაში – ჩუმი ეპიდემია ტურისტულ ზონებში“ – რაზე წერს გიორგი ფხაკაძე

210
fxakadsze giorgi - 1

ევროპაში ჰეპატიტი A-ის ფართომასშტაბიანი აფეთქება გამოვლინდა – ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ავსტრია განსაკუთრებულად დაზარალებულ ქვეყნებს შორის არიან. ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია 2 000-ზე მეტი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი.

ECDC-ის მონაცემებით, ინფექცია ვრცელდება დაბინძურებული წყლითა და საკვებით, განსაკუთრებით კი იქ, სადაც სანიტარიული პირობები არასაკმარისია. ვირუსის ტიპი – genotype IB – სავარაუდოდ რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გავრცელდა.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რომ„ჰეპატიტი A ზრდასრულებში ხშირად მძიმედ მიმდინარეობს და არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ბავშვობის ინფექციად. საჭიროა პრევენციული ნაბიჯები – როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ მოგზაურობისას“.

როგორც პროფესორი გიორგი ფხაკაძე ფეისბუქ პოსტსი აღნიშნავს, საქართველოში მაღალი მიგრაციისა და ტურიზმის ფონზე, შემთხვევების იმპორტის რისკი იზრდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი აუცრელია ჰეპატიტი A-ზე და ჯერჯერობით არ არსებობს აქტიური ვაქცინაციის კამპანია.,

გიორგი ფხაკაძე გვირჩევს: ჩაიტარეთ ჰეპატიტი A-ის ვაქცინა მოგზაურობის წინ, დაიცავით ჰიგიენა – ხშირად დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ დაუბანელ ხილსა და საკვებს ქუჩაში.

ხოლო ჯანდაცვის სფეროს მიმართავს რეკომენდაციით: შეიქმნას აცრის სამიზნე პროგრამები რისკ ჯგუფებისთვის, გაძლიერდეს საზღვრის კონტროლი ეპიდემიური ზონებიდან და განხორციელდეს საინფორმაციო კამპანიები.

წყარო: „შენი ექიმი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g