LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰესების მშენებლობის პროექტებს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს

128

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, მთავრობა პროექტებს დეტალურად სწავლობს.

მისი თქმით, მთავრობა პროექტებს ყურადღებით სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.

“ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი ბუნების ფასი. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველა პროექტს მაქსიმალურად გონივრულად ვსწავლობთ და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. “მოსახლეობაში შეიძლება იყოს გარკვეული კითხვები ჰესების მშენებლობის თაობაზე. მინდა მოსახლეობას ჩვენი პოზიცია განვუმარტო: იმისთვის, რომ მსოფლიოს სწრაფი განვითარებისგან განზე არ ვიყოთ, განვითარებული ინდუსტრია, მატერიალური რესურსები, შესაბამისად, მეტი ენერგია გვესაჭიროება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჰესები ავაშენოთ,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას დღეს სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g