LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდების და ელექტროქარების გაყიდვებმა მთელ მსოფლიოში იკლო

115
electrocar

ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე მოთხოვნა მსოფლიოში ძალიან ნელა იზრდება. 2023 წელს 13,6 მილიონი „მწვანე“ მანქანის რეალიზება მოხერხდა და ეს მეტია ვიდრე 2022 წლის მაჩვენებელი. თუმცა, ზრდა არც თუ ისე შთამბეჭდავია, 2021 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში „მწვანე“ მანქანებზე მოთხოვნა მთელი 60%-ით გაიზარდა, გასულ წელს კი მაჩვენებელი მხოლოდ 31% იყო. ანალიტიკოსები სამომავლოდ ბაზრის კიდევ უფრო მეტად გაციებას ელოდებიან.

13,6 მილიონიდან 9,5 მილიონი სრულად ელექტრონული მანქანებია, დანარჩენი ჰიბრიდები. ასეთი ავტომობილების მწარმოებლებისთვის ყველაზე წარმატებული დეკემბერი აღმოჩნდა, როცა მთელს მსოფლიოში 1,5 მილიონი ერთეულის გაყიდვა დაფიქსირდა.

ყველაზე შესამჩნევი ზრდა იყო აშშ-სა და კანადაში, სადაც ორჯერ უფრო მეტი „მწვანე“ მანქანა იყიდეს, ვიდრე 2022 წელს. ევროპასა და ჩინეთში გაყიდვები 27 და 15 პროცენტით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები