LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდულმა Porsche-მ ნიურბურგრინგის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა

90

ჰიბრიდულმა Porsche-მ ნიურბურგრინგის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. Porsche 919-ის სპორტულმა პროტოტიპმა Hybrid Evo-მ შეუძლებელი შეძლო და უკანასკნელი 35 წლის მაჩვენებელი გააუმჯობესა. ავტომობილმა დრო თითქმის ერთი წუთით გააუმჯობესა და ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ტრასა 5 წუთსა და 19,546 წამში გაიარა. რაც შეეხება წინა რეკორდს, ის 1983 წელს მრბოლელმა შტეფან ბელოფომ დაამყარა და მაშინ ის Porsche 956C -ს მართავდა. ამჯერად კი საუკეთესო დროის დაფიქსირება „პორშეს“ გამოცდილმა მძღოლმა ტიმ ბერნჰარნდმა შეძლო. ტიმი LMP1 კლასის ავტომობილს მართავდა, რაც იმას ნიშნავს რომ მოდელი ყველა შეზღუდვისგან თავისუფალი იყო და მოდიფიკაციების დამსახურებით მისი სიძლიერე 500-დან 720 ცხენის ძალამდე გაიზარდა. გარდა ამისა, გაუმჯობესდა აეროდინამიკა და მისი რეგულაციის საშუალება უკვე პილოტს მიეცა. ავტომობილის მასა 39 კგ-ით შემცირდა და მხოლოდ 849 კგ. გახდა. სპორტქარმა ახალი, Michelin მიერ დამზადებული საბურავებიც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ნიურბურგრინგის საუკეთესო დრო porsche911 GT2 RS-ს ეკუთვნის და ის მხოლოდ 6 წუთსა და 47,25 წამს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები