აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. გამოკითხვების მიხედვით, მოგების ყველაზე დიდი შანსი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს, ჰილარი კლინტონს აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, იგი აშშ-ს პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.
საკუთარ ძალებში ჰილარი იმდენად არის დარწმუნებული, რომ უკვე ფიქრობს, ვინ იქნება მის სახელისუფლებო გუნდში. პრეზიდენტობის კანდიდატი მზად არის, ადგილი კანიე უესტისთვისაც გამონახოს.
რეპერი, დიზაინერი და შოუმენი უესტი, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, შესაძლოა, პოლიტიკაში ძალიან მალე აღმოჩნდეს. რაც შეეხება თანამდებობას, კლინტონი ამბობს, რომ ეს უესტის არჩევანზე იქნება დამოკიდებული.