პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის ფინალი, როგორც მოსალოდნელი იყო, საოცრად ეფექტური გამოდგა. წელს გახსნის მთავარი ჰედლაინერი, „გრემის“ ტრიუმფატორი კენდრიკ ლამარი იყო, რომელმაც თავისი სიმღერებით ჰიპ-ჰოპის ნამდვილი დღესასწაული მოაწყო.
გახსნას კი წინ უძღოდა ამერიკის ნაციონალური ჰიმნის შესრულება, წელს ეს მისია „ოსკარის“, „გრემისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელ მუსიკოს, ჯონ ბატისტს ხვდა წილად.
ამერიკელმა მუსიკოსმა ქვეყნის ჰიმნი ფერად როიალთან შეასრულა და ის ნამდვილ სიმფონიად აქცია, შესრულების თავისებური მანერა და სტილი, ნამდვილად გამოარჩევდა მას სხვა წლების ჰიმნების შემსრულებლებისგან და ეს მართლაც დაუვიწყარი იყო. ჯონიმ თქვა, რომ მას ჰიმნზე მუშაობისას ნიუ-ორლეანური ბაუნსი და ჰიპ-ჰოპის ელემენტები გამოიყენა. აქვე დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც „სუპერ ბოულის“ ფინალს დაესწრო.
ცნობილია, ვინ შეასრულებს ამერიკის ჰიმნს ,,სუპერ-ბოულზე”