ლას-ვეგასში ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი პიონერი, რეპერი და დიჯეი Lovebug Starski გარდაიცვალა. მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს.
კევინ სმითი, რომელიც Lovebug Starski-ს ფსევდონიმით მოღვაწეობდა, 57 წლის იყო. ის იყო ერთ-ერთი პირველი რეპერი, რომელიც ბრონქსში, 1970-იანი წლების ბოლოს გამოდიოდა და 1980-იან წლებში ჩაწერა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Amityville (The House on the Hill), Do the Right Thing და You’ve Gotta Believe.
სწორედ სმითს აწერენ სიტყვა “ჰიპ-ჰოპის” საავტორო უფლებას, რომელიც მოგვიანებით მუსიკალური ჟანრი გახდა.