LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰიტ ბათუმი 2016“–ს „ერისიონის“ კონცერტი გახსნის

77

ბათუმში ფესტივალი „ჰიტ ბათუმი“ იწყება. 6 ივნისს, 18:00 საათზე, ბათუმის კოლონადებთან ფესტივალი ამერიკული ბენდის, New York Brass Band-ისა და ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით გაიხსნება. ამერიკელი მუსიკოსები 3 დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში გამართავენ კონცერტებს.

“ჰიტ ბათუმი 2016” წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც გულისხმობს, 3 თვიანი პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივნისიდან 10 სექტემბრამდე, ყოველდღე, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ღონისძიებები.

„ჰიტ ბათუმი 2016” საქართველოს მთავრობისმიერ ინიცირებული პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება.

„Check in Georgia” მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. „Check in Georgia”-ს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს.

პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.
საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები