კინოს თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, რომ არსებობენ ბოროტი პერსონაჟები „გავლით“, არიან ძალიან დასამახსოვრებელი „ცუდები“ და არიან ისეთებიც, რომლებსაც უბრალოდ ვერ ივიწყებ. სწორედ ასეთია კინომანების აზრით ჰიტ ლეჯერის მიერ შესრულებული ჯოკერი, რომელიც კინემატოგრაფიის ისტორიაში საუკეთესო ბოროტი პერსონაჟების რეიტინგის ლიდერი გახდა.
პორტალმა Ranker.com მომხმარებლების გამოკითხვის საფუძველზე, რომელშიც 100 000 მომხმარებელი მონაწილეობდა, კინემატოგრაფიის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბოროტები გამოავლინეს.
კრისტოფერ ნოლანის „ბნელ რაინდში“ ჰიტ ლეჯერის მიერ შესრულებულმა ჯოკერმა 17 000 ხმა დააგროვა. მეორე პოზიცია დარტ ვეიდერს ერგო – 1000 ხმით, სამეულს კი ჰანიბალ ლექტორი ასრულებს. ათეულში ასევე შედიან ლორდ ვოლდემორტი „ჰარი პოტერიდან“, რედი კრიუგერი, ჯეკ ტორენსი, იმპერატორი პალპატინი „ვარსკვლავური ომებიდან“, აგენტი სმიტი „მატრიცადან“, ტერმინატორი და „იქს ადამიანებიდან“ ბოროტი პერსონაჟი მაგნეტო.