ჰითროუს აეროპორტში ბიზნესმენებისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცე გაჩნდება. ინიციატივის ავტორი კომპანია Express გახდა. სპეციალისტებმა შეიმუშავეს პროექტი, რომელიც მეორე ტერმინალში 9 მოსალაპარაკებელი ოთახის და ბიზნეს-კლასის მოსასვენებელი ლაუნჯის გახსნას გულისხმობს. მესამე ტერმინალში კი განთავსდება 10 ოთახი, სადაც მგზავრებს შეხვედრების გამართვა, თუ საქმის წარმოება შეეძლებათ. აეროპორტის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ახალი სერვისით ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდება. ამიერიდან, ისინი მგზავრობისას დროს აღარ დაკარგავენ და ბიზნესის კეთებასაც მოასწრებენ.
