LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიუ გრანტმა ფსიქიკურ პრობლემებზე ისაუბრა – რატომ ტიროდა 3 კვირის მანძილზე

330

ჰიუ გრანტი საკუთარი თავის შესახებ ძალიან იშვიათად საუბრობს. მსახიობი არასოდეს ყვება ჟურნალისტებთან პირადი თემების შესახებ, მედია კი მუდმივად ცდილობს, გამოქექოს გრანტის ოჯახური საიდუმლოებები.

ცოტა ხნის წინ მსახიობი ტელეკომპანია CBS-ის შოუს სტუმარი იყო, სადაც, ყველასგან გასაოცრად, საკუთარი თავის შესახებ ისაუბრა. გრანტმა განაცხადა, რომ 2007 წელი მისთვის საკმაოდ მძიმე იყო და მას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემებიც გაუჩნდა.

„მალდივებიდან ვბრუნდებოდი და უცებ ვიგრძენი, რაღაც უცნაური მემართებოდა. გადავწყვიტე, თავი გამერთო და გაზეთი გადავშალე, რომ ფეხბურთის შესახებ წამეკითხა. უცებ თვალებიდან ცრემლები წამომივიდა… ამის შემდეგ სამი კვირა შეუჩერებლად ვტიროდი, ვერ გამოვდიოდი სახლიდან, რადგან საერთოდ აღარ შემეძლო საკუთარი თავის კონტროლი. მაგალითად – შეიძლებოდა, შევსულიყავი კაფეში, რომ დამელია ყავა და მიმტანის კითხვაზე – ყავა რძით მსურდა თუ რძის გარეშე, შეიძლება ტირილი დამეწყო. ყველაფერი ვცადე, ჰიპნოზი, სეანსები ფსიქოთერაპევტთან, ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა,“ – განაცხადა გრანტმა.

საბედნიეროდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი ნერვული სისტემა მწყობრში ჩადგა.

რა გახდა მიზეზი მისი ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მსახიობი არ ამბობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g