Playboy-ს დამაარსებელს ჰიუ ჰეფნერს ჰოლივუდის მსახიობის მერილინ მონროს გვერდით დაკრძალავენ. ამის შესახებ Metro წერს.
გამოცემის ცნობით, ჰეფნერმა საყვარელი მსახიობის საფლავის გვერდით ადგილი 1992 წელს 75 000 დოლარად შეიძინა. მერილინ მონროს საფლავთან ახლოს ადგილი კიდევ ერთმა პირმა 2009 წელს 4,6 მილიონ დოლარად შეიძინა. თუმცა, მისი ვინაობა უცნობია.
შეგახსენებთ, რომ Playboy-ს პირველი ნომრის გარეკანზე სწორედ მერილინ მონროს ფოტო დაიბეჭდა.
91 წლის ჰიუ ჰეფნერის გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.