მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა თავისი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გააზიარა ფოტო, სადაც ის არნოლდ შვარცენეგერთან ერთად ვარჯიშობს.
„ფანტასტიური საშუალებაა შენთან შეხვედრა და ვარჯიში“, – დაწერა მან.
აღსანიშნავია, რომ წარსულში ორივე მსახიობი ბევრს ვარჯიშობდა, რათა თავისი როლებისთვის, ლოგანისა და ტერმინატორისთვის ფორმაში ყოფილიყვნენ. თუკი ჯეკმანი თავის პერსონაჟს საბოლოოდ გამოემშვიდობა, შვარცენეგერი „ტერმინატორის“ ახალ ნაწილში მონაწილეობისთვის კვლავ ემზადება. ფილმს ტიმ მილერი ჯეიმს კემერონის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიღებს.
შეგახსენებთ, რომ „ტერმინატორი 3“ კინოგაქირავებაში 2019 წლის ნოემბერში გამოვა.
What a way to spend 4th.
With @Schwarzenegger and Pete at the original @GoldsGym in Venice. #FourthofJuly2018 pic.twitter.com/F83o3HS7K0— Hugh Jackman (@RealHughJackman) July 4, 2018