ჰოლანდიის მეფემ აღიარა, რომ უკვე დიდი ხანია ჩუმად პილოტობს. მონარქმა გამოცემა „De Telegraaf“-ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი ცხოვრების უცნობ მხარეს – თვითმფრინავების სიყვარულს შეეხო. ვილემ-ალექსანდრეს ფრენა იმდენად უყვარს, რომ ტახტზე ასვლის მომენტიდან მუდმივად რეისებშია, თუმცა ყოველთვის ინკოგნიტოდ რჩებოდა და მისი ვინაობა ზოგჯერ თვით მეორე პილოტმაც კი არ იცოდა. მეფის ხმას ზოგიერთი მგზავრი ცნობდა ხოლმე, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია.
აღსანიშნავია, რომ დედოფლის მეუღლე ამჟამად გადასამზადებელ კურსებს გადის, რათა უახლესი ბოინგების მართვაც ისწავლოს.
