LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდიური კომპანიები საქართველოსგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

126

“ინტერ რაოს” ჯგუფში შემავალმა ნიდერლანდურმა კომპანიებმა Silk Road Holdings-მა და Gardabani Holdings-მა საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა. სააგენტო TASS -ის ინფორმაციით, კომპანიები ლარის გაუფასურების გამო, ათეულობით მილიონის ზარალზე საუბრობენ და კომპენსაციას ითხოვენ.

კომპანიები, რომლებიც ფლობენ გამანაწილებელი კომპანია „თელასის“ 75 %-ს და „ხრამი ჰესი 1“-სა და „ხრამიჰესი2“-ს 100%-ს, აღნიშნავენ, რომ დაცულნი არიან სტიმულირებისა და ინვესტიციის შეთანხმებით და სხვა დოკუმენტებით, რაშიც ჩადებულია, რომ საქართველომ უნდა მოახდინოს კომპანიის მოსალოდნელი ხარჯების კომპენსირება, უზრუნველყოს შემოსავლების მოსალოდნელი დონე, გაითვალისწინოს საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების საჭიროება და აანაზღაუროს გაცვლითი კურსისგან მიღებული ზარალი.

”ამგვარად, „თელასისთვის“ „ხრამი ჰესი 1“ და „ხრამი ჰესი 2“-სთვის დადგენილია ტარიფების განსაზღვრული დონე ელექტროენერგიაზე და მისი გადახედვის პორობებზე, რასაც თან ერთვის დოლართან მიმართებაში ქართული ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული ზრდა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ, „ინტერ რაო“-ს ნიდერლანდური სტრუქტურების მონაცემებით, ამ გარანტიების რეალიზება არ განახორციელა. ამასთან დაკავშირებით Silk Road-მა და Gardabani-მ საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს გაუგზავნეს უწყება კომპანიებსა და საქართველოს შორის საინვესტიციო დავებთან დაკავშირებით სტიმულირებისა და ინვესტიციების ურთიერთდაცვის, ასევე ენერგეტიკულ ქარტიასთან შეთანხმებების თანახმად.

კომპანიები Silk Road და Gardabani წერილებში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მიერ მიღებული რიგი ზომები 2014 წლიდან დაწყებული უარყოფით გავლენას ახდენს მათ ინვესტიციებზე. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2014 წელს მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიაზე ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის შექმნაზე, რომელშიც არ შევიდა ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო დანაკარგის კომპენსაციის გარანტიები ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის ხარჯზე, რომლებიც ასახული იყო ქართული აქტივების ყიდვა-გაყიდვის შეთნხმებებში და თანამშრომლობის მემორანდუმში, რომლებსაც ხელი 2013 წელს მოეწერა.

2016 წელს კომპანიებმა მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით, ტარიფების შეცვლის შესახებ, მაგრამ მარეგულირებელმა კომისიამ მათ ამ თხოვნაზე უარი უთხრა”, – აღნიშნული სააგენტო TASS -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობითვე, კომპანიები Silk Road და Gardabani აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ამგვარი ქმედებები „უარყოფით გავლენას ახდენს ინვესტიციების ღირებულებებზე“ და კომპანიები იტოვებენ უფლებას, დავის არბიტრაჟში გასაგრძელებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g