LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდიური კუნძული ტურისტების შემოტევით დაიღალა

72

ყველაზე პატარა ჰოლანდიური კუნძული ტურისტების შემოტევით დაიღალა. სხირმონიკოვის მაცხოვრებლები მუდმივად გადატვირთულმა ცამ და ვეტმფრენებმა ძალიან შეაწუხეს. კუნძულის პეიზაჟი ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით კი თუკი მისი ნახვის საშუალება ციდან იქნება შესაძლებელი. ვეტმფრენიდან ფოტოსა და ვიდეოს გადამღებთა რაოდენობაც იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობის საჩივრებს ვეღარ აუდის. ჰოლანდიელები მუდმივმა ხმაურმა დაღალა და მშვიდად ცხოვრება მოენატრათ. ვეტმფრენების აკრძალვა ხელისუფლებას არ შეუძლია, რადგან საჰაერო სივრცე ნაციონალურ დონეზე კონტროლირდება, ამიტომ ერთადერთი რაც მათ შეძლეს –  ტურისტებს თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები