ფილმ „ჯონ უიკი 3“-ოს მსახიობთა შემადგენლობაში მატებაა. როგორც ცნობილია, კიანუ რივზს გადასაღებ მოედანზე პარტნიორობას ჰოლი ბერიც გაუწევს. კონკრეტულად რომელ როლზე მოიაზრება ბერი უცნობია.
ინფორმაცია თავად ჰოლივუდის ლამაზმანმა დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ ფილმი დიდ ეკრანებზე 2019 წლის მაისში გამოვა. მოქმედება კი მასში იმ მომენტიდან გაგრძელდება, სადაც მეორე სერია დასრულდა.