LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლი ბერი მიიჩნევს, რომ მისი „ოსკარი“ „არაფერს ნიშნავდა“

123

2002 წელს, ჰოლი ბერი გახდა პირველი ფერადკანიანი მსახიობი, რომელმაც კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ „ოსკარი“ მიიღო ფილმით „მონსტრების მეჯლისი“. დღეს ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ მისი ისტორიული გამარჯვება „არაფერს ნიშნავდა“ და ამ ფაქტს ფერადკანიანი მსახიობებისთვის არაფერი შეუცვლია.

15 წლის წინ, კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მიღების შემდეგ სამადლობელ სიტყვაში ჰოლიმ თქვა: „ეს მომენტი არის იმ ქალებისთვის, რომლებიც ჩემს უკან დგანან – ჯადა პინკეტი, ანჟელა ბასეტიმ ვივიკი ფოქსი და ა.შ. ამის შემდეგ მუქკანიან მსახიობებს გაუჩნდა იმისი შანსი, რომ მათ წინ ყველა კარი გაიღოს. მადლობა ყველას. ჩემთვის ეს უჩველო შანსია“.

15 წლის შემდეგ კი, მსახიობი აცხადებს, რომ ის „კარი“, რომელზეც მაშინ ისაუბრა, კვლავ დაკეტილია და ჰოლივუდი ისევ ცოტა როლს გამოყოფს სხვა რასის წარმომადგენლებისთვის. მსახიობმა 2 წლის წინ „ოსკარებზე“ მომხდარი რასობრივი სკანდალი გაიხსენა და განაცხადა: „მაგიჟებს ის ფაქტი, რომ ის მომენტი მართლაც არაფერს ნიშნავდა. საერთოდ არაფერს.

სწორედ ამიტომ მინდა ძალები რეჟისორუაში მოვსინჯო და სხვა ფერის ადამიანებს მეტი შანსი მივცე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები