90-იანი წლების ვარსკვლავი ჯო ჰარტნეტი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა. „პერლ ჰარბორისა“ და „შავი ქორის დესანტის“ ვარსკვლავი ფილმის „ოპენგეიმერი“ პრემიერას დაესწრო, რომელიც ლონდონში გაიმართა.
44 წლის მსახიობი, რომელსაც ჰოლივუდელ გულთამპყრობელს ეძახდნენ, წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, ტესმინ ეგერტონთან ერთად მივიდა.
მეუღლეებმა ერთმანეთი ფილმის „მოგზაურობა დროში“ გადაღებებზე გაიცნეს და 2021 წელს იქორწინეს.