LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდელი სცენარისტები პიკეტირებას წყვეტენ

172
New Project

BBC-ის ცნობით, ჰოლივუდელი სცენარისტები სტუდიის ხელმძღვანელებთან შეთანხმების პირას არიან. იმის გამო, რომ ჯერ ყველა დეტალი არ დაზუსტებულა, გაფიცვა გაგრძელდება, მაგრამ დღეიდან პიკეტირება შეწყდება.

შეთანხმება 2 მაისს დაწყებულ გაფიცვას დაასრულებს, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გრძელვადიანი გაფიცვაა, რომელმაც კინო და ტელე წარმოება შეაფერხა და რომლის გამოც კალიფორნიის ეკონომიკამ მილიარდობით დოლარით იზარალა.

როგორც ირკვევა, სცენარისტების მიერ მოთხოვნილი სამწლიანი კონტრაქტი ძალაში ამერიკის მწერალთა გილდიის ხელმძღვანელობისა და პროფკავშირის წევრების მხრიდან დამტკიცების შემდეგ შევა.

აღსანიშნავია, რომ გაფიცულები არიან მსახიობებიც.

სცენარისტებს, კინომსახიობებსა და კონოსტუდიებს შორის უთანხმოების შედეგად ბევრი ამერიკული სატელევიზიო შოუ, პოპულარული სერიალი და ღამის “ტოქშოუ” დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ ხუთთვიანი დავა ანაზღაურების საკითხებს უკავშირდება. სცენარისტები ხელოვნური ინტელექტის გამო სამუშაოს დაკარგვის გამოც შიშობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g