LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდის ღიმილი – კბილების გათეთრების 5 საუკეთესო საშუალება

705

მომაჯადოვებელი ღიმილისთვის შეგიძლიათ სტომატოლოგიურ კლინიკას მიმართოთ, სადაც კბილების წმენდის სპეციალურ პროცედურას ჩაგიტარებენ ან გაითვალისწინოთ ამერიკელი სტომატოლოგის შერი ვორსის მარტივი რჩევები, რომელთაც ჩვენ გთავაზობთ.

  1. ქიმიის გაკვეთილი

სახლის პირობებში დამოუკიდებლად კბილების გათეთრებისთვის, 3 ჩაის კოვზი სოდა და 2 ჩაის კოვზი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი აურიეთ ერთმანეთში და მიღებული პასტით გაიწმინდეთ კბილები. იმოქმედეთ თამამად, თუმცა აკურატულად, რათა არ დააზიანოთ ემალი. ასეთი პასტის გამოყენება მხოლოდ კვირაში ერთხელაა რეკომენდებული. ერთ თვის შემდეგ კი, შეგიძლიათ დატკბეთ შედეგით – კბილებზე გაქრება მუქი ლაქები და საგრძნობლად გათეთრდება.

  1. მაშველი საწრუპავი

როგორც ცნობილია, ყავა და ჩაი, წითელი ღვინო და კოკა–კოლა კბილებზე მუქი ფერის ნადებს აჩენს. არაა საჭირო უარის თქმა საყვარელ სასმელზე, უბრალოდ გამოიყენეთ საწრუპავი, რითიც მნიშვნელოვნად შეამცირებთ მღებავი ნივთიერებების ემალზე მოხვედრას. მეტი ეფექტურობისთვის კარგი იქნება, თუ ყოველი საკვების მიღების შემდეგ გაიხეხავთ კბილებს ან გამოივლებთ წყლს.

young female drinking and winking

  1. ჯადოსნური ვაშლი

თუ ახლოს არ გაქვთ კბილის ჯაგრისი და პასტა, მიირთვით მწვანე ვაშლი, რომელიც ხილის მჟავის წყალობით წმენდს კბილებს და ანადგურებს ბაქტერიებს პირის ღრუში.

  1. მათეთრებელი ლენტი

დამოუკიდებლად კბილების გაწმენდის კიდევ ერთი საშუალებაა სპეციალური ლენტი ანუ კაპა, რომლის შეძენაც აფთიაქში შეგიძლიათ სპეციალურ გელთან ერთად. ინსტრუქციის დეტალურად გაცნობის შემდეგ, გელი ლენტზე დაიტანეთ და რამდენიმე წუთით კბილებზე მიიდეთ. არ ღირს მყისიერი ეფექტის იმედის ქონა – კბილები გათეთრებას მხოლოდ რამდენიმე სეანსის შემდეგ დაიწყებს.

690x894_0xd42ee42a_15935886401431520101

  1. წითელი პომადა

ამ მეთოდს ბევრი ცნობილი ვიზაჟისტი მიმართავს. ასე რომ, თქვენც თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეარჩიეთ წითელი ფერის მაქსიმალურად ცივი ტონი, რადგან სწორედ მას შეუძლია არასასურველი სიყვითლის შენიღბვა და ვიზუალურად მოჩვენებითი სიქათქათის ეფექტის მიღწევა.  

690x877_1_3c48e658335e2f0d0942ec352e3d1f20@1300x1654_0xd42ee42a_11836779851431520743

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები