6 ნოემბრამდე, მანჰეტენზე მდებარე გალერეაში „Morrison Hotel Gallery“, ჰოლივუდის „ოქროს“ ეპოქის ვარსკვლავების ფოტოების ნახვა იქნება შესაძლებელი. ექსპოზიცია სახელწოდებით „Private Moments of Hollywood’s Golden Era: The Photography of Sid Avery“ ფოტოგრაფ სიდა ეივერის ნამუშევრებს მოიცავს, რომლებიც 1940-60-იან წლებშია გადაღებული.
თავის ნამუშევრებში, ეივერი ცდილობდა ცნობილი ადამიანები ყოველდღიურ გარემოში დაეფიქსირებინა. მის ობიექტივში ისეთი ვარსკვლავები მოხვედრილან, როგორებიც ოდრი ჰეპბერნი, ელიზაბეტ ტეილორი, ჯეიმს დინი, ფრენკ სინატრა, კლარკ გეიბლი, მარლონ ბრანდო, ალფრედ ჰიჩკოკი და ამერიკული კინოს სხვა ლეგენდები არიან.


