ჰოლივუდში ,,მეფე ლომის” ეკრანიზაციის დახურული ჩვენება გაიმართა. საღამოს კინოსურათის პერსონაჟების გამხმოვანებლები სრული შემადგენლობით დაესწრნენ.
საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ბიონსე მოექცა, რომელიც საკულტო ანიმაციის რიმეიქში ნალას ხმაა. ამერიკელი მომღერალი ფილმის პრემიერაზე მეუღლესთან, ჯეი-ზისთან და მათ პირველ ქალიშვილთან, ბლუ აივისთან ერთად მივიდა.
,,დოლბის” თეატრის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე, 37 წლის შემსრულებელმა ალექსანდრ მაკქუინის ლუქით გაიბრწყინა.
შეგახსენებთ, რომ ბიონსემ გუშინ ახალი სინგლი – Spirit გამოუშვა, რომელსაც ,,ოსკარებზე” ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაცია უკვე უწინასწარმეტყველეს.
ბიონსემ ახალი სინგლი გამოუშვა (ფოტო/აუდიო)