კომიქსების სუპერგმირებისა და ფილმების ერა ჰოლივუდში რამდენიმე წლის წინ დაიწყო და სულ უფრო აქტუალური ხდება. სანამ ამ მხრივ უპირატესობა Marvel-ის მხარეს არის, სხვა კინოსტუდიები ყველაფერს აკეთებენ, რათა კომიქსების სამყაროში ახალი სიტყვა თქვან.
სტუდია Sony Pictures ამ მხრივ სიახლეს ამზადებს. სულ მალე ის პლუს-ზომის სუპერგმირს, ფეიტს წარმოადგენს.
პირველად ეს პერსონაჟი 1992 წელს გამოჩნდა.
ვინ მოიაზრება ფილმში მთავარ როლზე, უცნობია. სავარაუდო კანდიდატებს შორის რებელ უილსონი და ემი შუმერი არიან.