გადაცემა After-ის სტუმრები, ლაშა ყიფშიძე და თინა ჯანელიძე იყვნენ. ,,ფორტუნა პლუსის” ეთერში მათი დუეტის, Holy Moly, რადიოდებიუტი შედგა.
– რატომ Holy Moly?
– Holy Moly ჰქვია ჩვენს საყვარელ ტრეკს, რის გამოც დუეტს ეს სახელი დავარქვით.
– რამდენი ხანია, რაც ეს დუეტი არსებობს?
– რამდენიმე თვეა, სულ რაღაც 3.
– საიდან წამოვიდა დუეტის შექმნის იდეა?
ლაშა: ერთმანეთი აღმოვაჩინეთ. ადრე ქიბორდზე ვუკრავდი, ბენდთან ერთად ვმუშაობდი.
თინა: ლაშა, მეგობრებმა გამაცნეს. მე დიდი ხანია, რაც ვმღერი. სხვა მიმართულებიდან დავიწყე. ბოლო წლებია, აქტიურად დავინტერესდი ელექტრონული მუსიკით. ეს პირველი ელექტრონული პროექტია, აქამდე ლაივ ბენდებთან ერთად ვმღეროდი.
– რა საუნდში ხართ?
ლაშა: ტექ ჰაუსის სტილისკენ მივდივართ, ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვართ.
– გართობით სად ერთობით?
– კარგ ადგილებში. (იღიმის) კარგი მუსიკა, სადაც იკვრება. ბოლოს, ,,ტივზე” ვიყავით და ძალიან დაგვამახსოვრდა.
– სად შეიძლება თქვენი მოსმენა?
– ელ-ცენტროში, რეზიდენტები ვართ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას.
წარმატებებს გისურვებთ!