LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰონდა ახალი თაობის სპორტქარებს გამოუშვებს?

46

2018 წელს იაპონური გიგანტი განახლებული NSX-ის გამოშვებას აპირებს. თუმცა როგორც ჩანს, ძველთან შედარებით სუსტი იქნება.

როგორც კომპანიიდან გამოჟონა ინფორმაციამ, თავდაპირველად ავტომობილში 2.0 ლიტრიანი ძრავის ჩადგმას აპირებდნენ, თუმცა გადაიფიქრეს და ახლა საუბარია 1.5 ლიტრიან, ეკო-ტურბოძრავზე, რომლის სიმძლავრე 300 ცხენის ძალას შეადგენს, რაც 100 ცხენის ძალით ნაკლებია ძველი თაობის NSX-ზე.

გარდა ამისა ახალი თაობის ავტომობილი აღჭურვილი იქნება დამხმარე ელექტრო ძრავით, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ახალი ავტომობილი ჰიბრიდი იქნება.

როგორც უცხოური პრესა წერს, კომპანიას ავტომობილის შექმნაში McLaren-ისა და Honda-ს ფორმულა ერთის ჯგუფი ეხმარება. ახალი NSX-ი 2018 წელს გამოჩნდება საავტომობილო ბაზარზე და 75ათასი დოლარი ეღირება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები