Honda და Nissan გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ორი ბრენდის შერწყმა გამოიწვევს ახალი საავტომობილო ალიანსის დაბადებას და მხარეები მემორანდუმს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ. მოსალოდნელია, რომ Nissan-Honda-ს ალიანსს შეუერთდება Mitsubishi Motors-იც, რომლის ყველაზე დიდი აქციონერი Nissan-ია.
ჰოლდინგის შექმნა ავტო გიგანტებს საშუალებას მისცემს შექმნან ელექტრომობილები ერთობლივი ძალებით და მაქსიმალურად შეამცირონ ვადების გადაწევა, რაც მათ მეტად კონკურენტუნარიანებს გახდის. გარდა ელექტრონული მანქანების წარმოებისა, Honda და Nissan მათი კომპონენტების ერთობლივ წარმოებასაც დაიწყებენ, მათ შორის საუბარია ელემენტებზეც.
თუკი შეთანხმება შედგება, ახალი ალიანსი Stellantis-ის დაარსების დღიდან უდიდესი იქნება, რამეთუ თავის თავში 5 ბრენდს გააერთიანებს – გარდა Nissan-ის, Honda-სა და Mitsubishi-სა, მასში შევლენ პრემიუმ სუბბრენდები Aucura და Infiniti.